пятница, 30 июня 2017 г.

მაე-8 დღის რეფლექსია

  მე-8 დღის რეფლექსია

შევავსე ჩვენს გეგმაში პროცედურები,  კიდევ ერთხელ გადავხედე სასწავლო პროექტის გეგმას .ამის შემდეგ შევედი ელექტრონულ ფოსტაში და გადავედი დრაივში.  შევქმენი ახალი ფორმები,  ამისათვის დავაწკაპე '"ნიუს" და შევედი "გოგლე"  ფორმში,  ჩავწერე ჩემი  თემის შესაბამისი კითხვები ვმვ-ს მეთოდის მიხედვით; გადავხედე წინა ტრენინგზე შეფასების ფორმას და გადავიატანე ჩემს დრაივში. ამ ტრენინგზე შევისწავლე ფაილების დრაივზე გადაგზავნა-განთავსებ; მივიღე საშინაო დავალება შემდეგი ტრენინგისათვის: 1.წარმოვადგინო სასწავლო გეგმა;  2. ბროშურა(ბუკლეტი);  3.პედაგოგის პრეზენტაცია; 4. სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი. 5. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. 6. შეფასების ფორმები (რუბრიკა ექსელის ფორმით); 7.გადავხედოთ პორტფოლიოს რუბრიკას.

среда, 28 июня 2017 г.

მე-7 დღის რეფლექსია

                    მე-7 დღის რეფლექსია  
                                                                                                                                         გავეცანი შეფასების ფორმებს,რომლებიც დამეხმარება საგაკვეთილო პროექტის შეფასებაში.შევედი ინტელის ბლოგში და რესურსებიდან ავირჩიე მოდული 5_ის პირველი აქტივობა.გავეცანი შეფასების რუბრიკების შაბლონს, რომელიც მოვარგე მოსწავლეების პროექტს.
     შევქმენი პრეზეტრაციის რუბრიკა. შემდეგ შესაბამისი კითხვებისათვის შევედი ჩემი ელფოსტიდან დრაივზე,  გავხსენი საქარალდე, დავაწერე ჩემი სახელი, გვარი; შევედი გუგლი ქრომში,  ჩამოვაყალიბე და დავსვი კითხვები: ვიცი, მინდა ვიცოდე, რა ვისწავლე (ვ.მ.ვ ) -ს მიხედვით. ეს ინფორმაცია არ შემინახია- დრაივზე  თავისით ინახება..
    მივიღე დავალება- დავასრულო რუბრიკები და დავამთავრო გეგმა -შეფასების პროცედურების ჩათვლით.

воскресенье, 25 июня 2017 г.

მე-6 დღის რეფლექსია


  მეექვსე დღის რეფლექსია

 ჩემს დრაივზე შევქმენი საქაღალდე ნიუ_ფოლდერი.დავარქვი სახელი.დოკუმენტების ორგიანიზებისათვის ამ საქაღალდეში შევქმენი: კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლოს პროექტის დამხმარე,შეფასება, სურათები_ აუდიო _ვიდეო და საავტორო უფლებები. გავაზიარე ეს საქაღალდე და მარჯვენა ღილაკს შეარზე დავკლიკე,მისამართი,  რომელიც მომცა გაზაირებულმა საქაღალდემ,  დავაკოპირე. მის განსათვასებლად შევედი ბლოგზე. შევქმენი ახალი ფეიჯი,  დავარქვით პორტფოლიო. ფურცელზე დავწერე პროექტის სახელწოდება. მოვნიშნე სახელწოდება და ავირჩიე ბრძანება რუსულად ,,სსილკა,, სადაც ჩავსვი დრავიდან დაკოპირებული ჩემი პორტფოლიოს მისამართი.გამოვქვეყნე გვერდი ფაბლიშის მეშვეობით.  გვერდი რომ გამოჩენილიყო ჩემს ბლოგზე შევედი ,,ლეიაუტიში,,- რუსულად ,,დიზაინი,, და "პტიჩკით" აღვნიშნე პორტფოლიოს გვერდი და შევინახე სეივის მეშვეობით.
       შევედი მთავარ მასალაში,(სახელმძღვანელოში მოდული 4 -სასაწავლო ნიმუშების შექმნა, წავიკითხე აქტივობა 1 და 2.). შემდეგ წყვილებში ვიმუშავეთ ჩეკლისტებზე,რომელიც მოვიძიეთ რესურსებში და მოგვეცა სახლში შესაბამისი დავალება.

суббота, 24 июня 2017 г.

მეხუთე დღე-რეფლექსეა

     განვიხილე პროექტის გეგმა. პროექტის შინაარსში უნდა იყოს გადმოცემული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა, ასევე ჩამოშლილი სახით პროექტის აქტივობები, მიმდინარეობა,რომელსაც მოსწავლეები განახორციელებენ.
           ასევე განვიხილე სტანდარტი,რომელიც არ უნდა შევცვალო და უნდა გადმოვიტანო სახელმძღვანელოდან ან განათლების ვებგვერდიდან. რა თქმა უნდა სტანდარტი უნდა შეესაბამებოდეს კლასის,საფეხურის სტანდარტს და პროექტის მიზნებსა და შედეგებს. პროექტის გეგმაში მოცემული მიზანი და შედეგის გრაფა, ველი შევავსო მარტივი ენით, რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ პროექტის ფარგლებში თუ რა მიზანს და შედეგს უნდა მიაღწიონ.
        მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომ გადავამოწმო სწორად შევქმენი თუ არა, სახელმძღვანელოში მოდულ 2 -ში, დამატებით რესურსებში გამოვიყენო დოკუმეტი (მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების საკვანძო კითხვების რუბრიკა).
           პროექტში ვიყენებ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომელიც პროექტის მთლიან ეტაპზე მიმდინარეობს ,(პროექტის დაწყებისას, მსვლელობისას, დასრულებისას). შეფასების მეთოდები, რომ შევარჩიო სახელმძღვანელოდან გამოვიყენებ შეფასების ხუთ სტრატეგიას, რომელიც მოცემულია მეორე მოდულის აქტივობა სამში.
              რაც შეეხება ბროშურას, რომელსავ ვქმნი სამიზნე ჯგუფისათვის მაგალითად- მოსწავლისათვის, მშობლისათვიას ან სხვა დაინტერესებული პირისთვის-აუცილებელია სტატიები, რასაც ბროშურაში განვათვასებ განვსაზღვრო მათი ინტერესები და ისე შევქმნა  სტატიები. ტექნიკურად თუ რაიმეს ვერ ვახერხებ გამოვიყინებ ვიდეო გაკვეთილებს ვებგვერდიდან ict.tpdc.ge ამ ვებგვერძე მაქვს ყველა პროგრა განხილული რაც შეიძლება გამოვიყენო,როგორც სასკოლო ისე პირადი ცხოვრებისათვის.
             პრეზენტაცია, რომელიც სამიზნე აუდიტორიას გააცნობს პროექტის შესახებ მასალებს,რომელიც მე უნდა წარვუდგინო-აუცილებელი მქონდეს მასში წარმოდგენილი შემდეგი სლაიდები; 1.პროექტის სახელწოდება . 2.პროექტის შინაარსი. 3.ესგ.4. მიზნები და შედეგები. 5. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.6. შეფასება. 7.დამშვიდობების სლაიდი,სადც სასურველია მქონდესგამოყენებული ლიტერატურაზე ინფორმაცია(ასეთის არსებობის შემთხვევაში.)
               დღეს განვიხილეთ მოდული სამი კავშირები,რომელშიც საუბარია თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესში და როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.
              მომდევნო ტრეინინგისათვის მზად უნდა მქონდეს პროექტის გეგმაში შევსებული წინარე ცოდნა და სასწავლო პროცედურები(პროექტის სრული ციკლი თუ როგორ იწყება ,რა მასალებით ვიწყებთ,როდის ვიწყებთ, რა აქტივობებს ვიყენებ , რით ვაფასებ) სასწავლო პროცედურების დაწერამდე აუცილებლად წავიკითხო მინიმუმ ორი პროექტის გეგმა სახლემძღვანელოდან,რომელიც რესურსებში_სულ ბოლოშია მოცემული.

суббота, 17 июня 2017 г.

მეოთხე დღე-რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს 17 ივნისს შევისწავლე პროექტის ბროშურაში როგორ უნდა ჩავსვათ სურათი , სქემა , დიაგრამა. როგორ უდა შევინახოთ და გავუგზავნოთ ერთ ან რამდენიმე ადრესატს ერთი და იგივე ინფორმაცია. განვიხილეთ პროექტის გეგმა,მიზანი.
ვისწავლეთ აგრეთვე ბროშურის რომელ გვერდზე რა შეიძლება დაიწეროს, კერძოდ, პირველ გვერდზე პროექტის სათაური, ზოგადი კითხვა,  თემატური  კითხვა. მეორე გვერდზე სკოლა,კლასი, ბუკლეტის შემდგენი და მისი ბლოგისა და ფოსტის მისამართები. ისიც გავიგე რა უნდა დავწერო  მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე გვერდებზე. ვერ გავიგე სად- რომელ გვერდზე კონკრეტულად დავიწყო წერა.

пятница, 16 июня 2017 г.

მესამე დღე

მესამე დღის რეფლექსია. განვიხილეთ ტნრენინგში მონაწილეების მიერ წარმოდგენილი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შემდეგ გავეცანით. შევცვალე ბლოგის სათაური,  ვისწავლე ახალი გვერდის შექმნა. გავეცანი აგრეთვე  ბროშურის დანიშნულებას, რომ ბროშურა უნდა დაურიგდეს სამიზნე აუდიტორიას 3-4 დღით ადრე, რომ ბროშურამ უნდა დააინტერესოს ისინი, ვისთვისაც განკუთვნილია პროექტი.

четверг, 15 июня 2017 г.

მეორე დღის რეფლექსია

პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები:
   
ზოგადი კითხვა: რა ადგილი უჭირავს  მათემატიკას  ადამიანის ცხოვრებაში?

თემატური საკითხები:
       1.დავუშვათ ორმა მუშამ ერთად მუშაობით გამოიმუშავა პ  ლარი, თუ ერთი მუშაობდა მ საათს, მეორე-ნ საათს, ცხადია, მუშებს თანხა უნდა გავუნაწილოთ იმის
მიხედვით, თუ რომელი მუშა რამდენ საათს მუშაობდა.რატომ ვუწოდებთ ასეთ განაწილებას სიდიდის დაყოფას მოცემული რიცხვების პროპორციულ ნაწილებად?
       2.დავასახელოთ სიჩქარის ისეთი ერთეილები, რომლებიც განსხვავდება ცნობილი
(კმ/ს, მ/წმ, კმ/წმ,..) ერთეულებისგან.
შინაარსობრივი კიხვები:
       1.რა არის მასშტაბი და როგორ შეიძლება რეალური მანძილის გამოთვლა პროპორციის გამოყენებით (ცხადია, მასშტაბი ცნობილია)?
       2.წრიული დიაგრამის აგებისას რა  წარმოადგენს  სიდიდეს ?
       3.რა ინფორმაციის მოპოვება შეიძლე რაიმე კონკრეტული წრიული დიაგრამით?

воскресенье, 11 июня 2017 г.

დღე პირველი. რეფლექსია 1.

გავეცანით ტენინგის მიზნებს, ტრენერმა გიორგი არავეიშვილმა გაგვაცნო საჭირო სახელმძღვანელო, ელექტრონული. გაგვაცნო გეგმა იმის შესახებ  თუ როგორ უნდა შევქმნათ ბლოგი.გვთხოვა შეგვეჩია პროექტის სახელწოდება, 3-4 წინადადებით ჩამოგვეყალიბებინა  პროექტის შინაარსი .

მე-9 დღის რეფლექსია

        მე-9 დღის რეფლექსია მეცხრე დღეს  გავიხსენეთ, რაც ტრენინგზე შევისწავლეთ ინტელის პროგრამა-ინტელის ახალი ხედვა.  ამ დღეს ჩვენს ბლოგში...